დეტალური აღწერა:
მეტალი - ვერცხლი 925 სინჯი. ნაკეთობა შესრულებულია ვერცხლის ოქსიდირების ტექნიკისა და ტრადიციული ფერის ვერცხლის შავ-თეთრი მიქსით. გამოყენებულია ასობით უმცირესი ზომის ვერცხლის გრანული. სამკაული წარმოადგენს რეპლიკას "უძველესი კოლხი ქალის" ერთ-ერთი შესამკობი ოქროს ნივთიდან, რომელიც აღმოჩენილ იქნა არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე და დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.