დეტალური აღწერა:
ოქრო - 585 სინჯი (14K). წონა - 2,15 გრამი. სიმაღლე - 2 სმ. სიგანე 2.5 სმ.
ნაკეთობა შემკულია უძველესი საოქრომჭედლო ტექნოლოგიით - "ცვარა". "ცვარა" როგორც კულტურული მემკვიდრეობა, წარმოდგენილია ქართული საიუველირო ნაკეთობების საუკეთესო, ვირტუოზულ ნიმუშებში. "ცვარა"-ში შესრულებული უძველესი, არქეოლოგიური ეგზემპლარები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
ნამუშევარში ფერის (ფირუზისფერი) სახით გამოყენებულია ე.წ. "ცხელი მინანქრის" ტექნიკა. აღნიშნული ტექნიკის გამოყენებისას მინანქრის კრისტალური მასის დნობა 750 გრადუსის სიმხურვალის მეშვეობით ხდება.